+995 32 2123040 | info@ossa.ge

გუნდი

ოთარ ჯაფარიძე

ასოციაციის პრეზიდენტი.

გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების მაგისტრი. შრომის უსაფრთხოების ექსპერტი.

აქვს სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და მართვის 8-წლიანი გამოცდილება.

ამ დროის განმავლობაში როგორც ქართულ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში იკავებდა წამყვან პოზიციებს. არის შრომის უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულების ტრენერი.

ნუცა ბასილაშვილი

ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების განმავლობაში იკავებდა წამყვან პოზიციებს ხარისხის უზრუნველყოფისა და მართვის მიმართულებით.

აქვს დიდი გამოცდილება სასწავლო პროგრამებისა და მასალების შემუშავებასა და დანერგვაში როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროექტებისათვის.

ნათია გიორგაშვილი

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი. ასოციაციის წევრი.

ჩართულია არაერთი ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის პროცესში.

გიორგი შუხოშვილი

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი. ასოციაციის წევრი.

შრომის უსაფრთხოების 6-წლიანი გამოცდილების მენეჯერი, როგორც ქართულ, ასევე, საერთაშორისო კომპანიებში.

ნათია თორღოშვილი

გაყიდვების სპეციალისტი.

ნათია OSSA-ს გაყიდვების სპეციალისტია, რომელსაც გაყიდვების გუნდში მუშაობისა და კლიენტებთან ურთიერთობის 5 წლიანი გამოცდილება აქვს.

ნათია წარმოადგენს ასოციაციასა და მის სერვისებს დაინტერესებულ და პარტნიორ ორგანიზაციებთან

ანა სარჯველაძე

ანა ასოციაციაში HR კონსულტანტის პოზიციას იკავებს.

OSSA-ს გუნდთან, მისი დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს. აქვს HR სფეროში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. უზრუნველყოფს ასოციაციას კვალიფიციური თანამშრომლებით და ზრუნავს HR პროცესების გამართულ მუშაობაზე.

რამაზ ჯაფარიძე

რამაზი 30+ გამოცდილებით ტექნიკურ სფეროში, უზრუნველყოფს ასოციაციის შეუფერხებელ მუშაობას. მას აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში და ასევე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

დაგვიკავშირდით

ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ. 77

+995 32 2123040

info@ossa.ge

საავტორო უფლება © ossa.ge. ყველა უფლება დაცულია.